Lyrks
Lyrks
Lyrks
Cover Art

#Represent Ep. 26 - Sf-x Lyrics by Sf-x

2016

თუ თავადვე არ შეცვლი შენ ამ მონახაზს, არ მონახავ
- საკუთარ თავს, მაშინ შენ უბრალოდ მონა ხარ
და თუკი შენს დაკარგულ ბედნიერებას უცხოში მონახავ
ჩუ, ჩუ, ჩუ - მასთან შედარებით მონა ხარ
თქვი, რომ თავის'უფალი ვარ მე, ჩემი თავის’უფალი ვარ მე (X8)
კანონმა კანონი კი დააკანონა მაგრამ მე, ვერ დამიწესებ კანონს
მიმიღე როგორიც ვიყავი, როგორიც ვიყავი სხვა დროს
მე ისევ მოვიხმარ ჟარგონს, ბოდიში მე ჩემო კარგო
რომ კვლავ ათას რამეს მოვიხმარ ისეთს რაც კი ეწინააღმდეგება კანონს
მათი გამო-გონილი რუტინა, გრაფიკი,და სამუშაო ადგილი -
ძილი, იღვიძიებ დაღლილი, დაღლილი, მოდიხარ
- მიდიხარ, დაღლილი და ძილი..
დაძინებამდე საწოლთან ბოლთა, და მერე
მოორიგი უსიყვარულო სექსი ისევ იმ პოზაში ცოლთან
ზომბირებული ხალხი, ზოგი ჩინებულად იტყუებს თავს
რომ თითქოს ბრონირებული არის სამყაროსგან ბრო, ეს კლონირებული
და თუკი სისტემა ქართველთან მივა და სისტემა კბილს გაკრავს
ქართველი ქართულად ქართულ დარდიმანდს და ნაღველს სასმელში ჩაკლავს
(ჰაჰ) რეჟიმი კლავს, სისტემა სპობს! რუტინა სუყველას აბავს
საკუთარ მახეში რომელშიც გახვევს შენ-და გიყურებს სახეში
და შენი ცხოვრების ბოლოს, დაღლილი რომ მიხვალ მდინარის პირას (და გძინავს)
სიკვდილი კი არა, რომ არ გიცხოვრია ამაზე ფიქრი გაგყინავს
რომ გქონდეს სახლი როგორიც გინდა, იარო სახით
როგორიც გინდა, რომ იყო ლაღი, როგორიც გინდა
"გაჩუმდი, რას იტყვის ხალხი"
ვიცი გამომდის ფიცხად, მე არ გაგკიცხავ, იცხოვრე უბრალოდ ვინც ხარ
და დაივიწყე გეკიდოს, შეეცი, შეეცი, შეეცი რას იტყვის ხალხი
თქვი, რომ თავის'უფალი ვარ მე, ჩემი თავის'უფალი ვარ მე (X8)
მიწოდე მემატიანე, კალმით კი არა ხმლით ვწერდი
თუ სიტყვას ვინმეს მივცემდი, ფიცს ვდებდი
ვიცავდი ჩემში თავისუფალს, უფალს ვიტევდი
და გიყურებდით თქვენ და ვითმენდი, ვით ღმერთი
რომ ვეღარ გავძელი სიმართლე დავწერე
გამიღეთ სუყველა კარცერი
ნამდვილი კაცები არათუ დაცემით, არამედ სულ აღტაცებით დავძენდით
იმას რო სიმართლეს გაცილებით მეტი მომხრე ყავს, მაგრამ ცოტაა დამცველი
და მეც იმ უმ-ცირესობის რიგებში ჩამთვალე, რომელსაც არააქვს გასაქცევი
თუ და-მამგვანეს კოცონზე კაცს - რომელსაც ცეცხლი უკიდია კი
ცოცხლად დაიწვება კაცი, მაგრამ მთავარია რომ გადარჩება იდეა
მერე ჩემს თავისუფლებით შემსუბუქებულ ცხედარს
თუ დაძრავდე კიდე აქ, ხელში აყვანილს მიმიტან ტაძრამდე "ღმერთო რა სიმშვიდეა"
ისინი აპირებენ მანქანათ რომ მაქციონ, და მათი მოტივია ვიყო სულ უმოტივაციო
მეკი ვეუბნები ყველამ ხელები რომ გაწიონ
და მიზეზები ვიცი რატომ ვერ ვიტან ატრაქციონს
ისინი გვიდგენენ განრიგს და გვინაწილებენ ტარიფს, გვიდგენენ თარიღს
გვახვევენ თავიანთ წესებს, და ინტერესებს, დაგვიწესებენ წესებს
ისინი გვტენიან დილა უთენია ჩაის, შუადღე სადილს გვტენიან
ტენიან ამინდს, მთელი ეს წელია გვიდგენენ გრაფიკს პროცესი გადის
და გამოსავალი თუკია სამარე კუკია სხვა გზა არ არი
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი
მერქვას
თავისუფალი ვარ მე, ჩემი თავისუფალი ვარ მე
თქვი, რომ თავის’უფალი ვარ მე, ჩემი თავის'უფალი ვარ მე (x8)
Credits

About “#Represent Ep. 26 - Sf-x” by Sf-x

Read the complete lyrics to "#Represent Ep. 26 - Sf-x" by Sf-x in 2016. On Lyrks you can follow along with the full text, explore the artist's discography, and discover related songs. The track is often categorized under Rap.

"#Represent Ep. 26 - Sf-x" is performed by Sf-x. in 2016 This page provides the full lyric text for fans who want to sing along, study the songwriting, or compare versions across releases. Lyrks organizes lyrics by artist and song slug so you can bookmark and share a stable URL. Music lyrics help listeners connect with emotion, narrative, and rhythm in a track. Whether you are learning English, researching a favorite chorus, or preparing for karaoke, having accurate line breaks and section labels (verse, chorus, bridge) makes the experience easier. We link to the official artist profile on Lyrks where available, including biography snippets, top songs, and chart placements when we have that data. If you enjoy "#Represent Ep. 26 - Sf-x", explore more songs by Sf-x using the links below. Chart and trending pages on Lyrks highlight what listeners are searching for this week. For copyright or correction requests, see our DMCA and contact pages.

View all songs and biography for Sf-x · Trending lyrics · Billboard Hot 100

Frequently asked questions

"#Represent Ep. 26 - Sf-x" is credited to Sf-x. Songwriting credits may include additional writers listed on the release; check the credits section on this page for linked collaborators.

Album information for "#Represent Ep. 26 - Sf-x" is not available in our database yet. You can still read the full lyrics on this page.

Visit the Sf-x artist page at /artist/sf-x for biography, popular tracks, and links to more lyric pages.